პრესუპოზიცია ინფორმაციაა, რომელიც თითქოსდა წინასწარ არის ცნობილი. ნლპ-ში ყველაფერი ასეთ ინფორმაციას ანუ აქსიომას ეყრდნობა. რადგან როცა რაღაცა მუშაობს, ესე იგი ეს სწორია. მოგეხსენება, მართებულობისს კრიტერიუმი პრაქტიკაა, რაც ჩვენი პრაგმატული მიზნებისთვის სრულებით საკმარისია. რასაკვირველია, მართებული სხვა რამეც შეიძლება იყოს, მაგრამ ამ წუთში ეს ჩვენთვის სასარგებლო არაა.

პროთაგორმა ასეთი ფორმულირება შემოგვთავაზა: “არ არსებობს იმაზე ჭეშმარიტი ჭეშმარიტება, ვიდრე სხვა ჭეშმარიტებაა, თუმცა, არსებობს უკეთესი ჭეშმარიტებაც.”

გაიგეთ რამე?

არა უშავს.

ნლპ-ს პრაქტიკოსების  ფორმულირება ასე გამოიყურება: არავინ არ ფლობს საბოლოო ინსტანციის ჭეშმარიტებას. სხვაგვარად რომ ვთქვათ:  ყველა ცდება!

დოქტორი ლაითმანი…  უკაცრავად, პოლ ეკმანი (“სიცრუის თეორია”) ანდა ექიმი ჰაუსი ხომ არ გაგახსენდათ: ყველა ცრუობს?!

ერთ-ერთი ცნობილი ნლპ-ერის გამოთქმა: ყველაფერი ხდება!

ძალიან მოსახერხებელი თვალსაზრისია. დროის ნებისმიერ მონაკვეთში შეგვიძლია ჭეშმარიტებად მივიჩნიოთ ის, რაც ჩვენთვის სასარგებლოა, რაკიღა აქედან  მაინც არაფერი წარმოადგენს საბოლოო ჭეშმარიტებას.

უფრო ლამაზი ვარიანტი: რუკა არ არის ტერიტორია. მენიუ არ არის სადილი!

ტერიტორია ისაა, რაც არსებობს, რუკა კი ის წარმოდგენები, რომლებიც ამ ტერიტორიის შესახებ გაგვაჩნია.

ქალაქის ერთადერთ ზუსტ რუკას თვითონ ქალაქი წარმოადგენს. ყველაფერი დანარჩენი მისი დამახინჯებული ვარიანტია.

სამყაროს ერთადერთ ზუსტ მოდელს მხოლოდ თავად სამყარო წარმოადგენს.

რაში გვჭირდება ამის ცოდნა და ამაზე ფიქრი? იმავე თვალსაზრისის დასადასტურებლად, რომ ყველა ცდება!

და რაკიღა ყველა ცდება (ილუზიებშია), მაშინ უნდა ვირჩიოთ ილუზია, რომელიც ჩვენთვის ამჟამად ყველაზე სასარგებლოა.

მეორე პრესუპოზიცია: ყველა ადამიანი საუკეთესო არჩევანს აკეთებს იმ შესაძლებლობებიდან, რომლებიც მიაჩნია, რომ აქვს.

ის ადამიანიც, რომელიც ცხოვრებას თვითმკვლელობით ასრულებს, ასევე საუკეთესო არჩევანს აკეთებს იმ შესაძლებლობებიდან, რომლებსაც ხელმისაწვდომად მიიჩნევს. მიაქციე ყურადღება: იმ შესაძლებლობებიდან, რომლებსაც ხელმისაწვდომად მიიჩნევს და არა იქიდან, რაც სინამდვილეში არსებობს.

იმიტომ, რომ არავინ იცის, რა არსებობს სინამდვილეში (იხ. პირველი პრესუპოზიცია).

ადამიანი საუკეთესო არჩევანს აკეთებს იმ შესაძლებლობებიდან, რომლებიც ხელმისაწვდომად მიაჩნია. თუ ის ფიქრობს, რომ მნიშვნელოვანია  პატიოსნება, მაშინ ირჩევს მხოლოდ იმ შესაძლებლობათა ჯგუფიდან, რომელსაც პატიოსნებად თვლის; თუ ადამიანს მიაჩნია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ერთგულებაა, მაშინ არჩევანსაც შესაბამისად აკეთებს; ხოლო თუ თვლის, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ვერაგობაა, მაშინ მისი არჩევანი ვერაგული შესაძლებლობების ჯგუფით შემოიფარგლება.

ადამიანი ყოველთვის ირჩევს არა არჩევანთა საერთო რიცხვიდან, არამედ მხოლოდ იმათგან, რომელიც  თავისთვის ხელმისაწვდომად მიაჩნია

შედეგები:

თუ ადამიანს დავეხმარებით ხელმისაწვდომად მიიჩნიოს ზოგიერთი ვარიანტი და მიუწვდომლად – სხვები,

მაშინ…

ჩვენ მისი საქციელის მართვა შეგვიძლია…

ყველას, ვისაც ჰგონია, რომ თავისუფალია, ვიღაც მართავს: მშობლებიდან დაწყებული, სახელმწიფო მანქანით დამთავრებული.

ეს არც ცუდია და არც კარგი: ეს აქსიომაა.

თუ ადამიანს ჰგონია, რომ რაღაცის კეთება არ შეუძლია, მაშინ ის ირჩევს სწორედ იმ ვარიანტებიდან, თუ როგორ ვერ  შეძლოს ეს.

არასოდეს მოგისმენიათ: არ არსებობს, მე ამას ვერ შევძლებ (“ვერ ვისწავლი,” “ვერ მოვიტყუებ,” “ვერ ვეტყვი,” “ვერ დავაჯერებ.” ასეთი “ვერ” უამრავია)?

თუ ადამიანს მიაჩნია, რომ არ შეუძლია რაღაც არ გააკეთოს, მაშინ ირჩევს იმ ვარიანტებიდან, თუ როგორ გააკეთოს ეს…

მესამე პრესუპოზიცია: ადამიანი თავისი საქციელის ბადალია.

ან სხვაგვარად:

ადამიანი არასდროს არ უდრის მის საქციელს.

პრინციპში, ეს ერთი და იგივეა.

არც ერთი ადამიანი არც ერთ სხვა დამიანს, საკუთარი თავის ჩათვლით, არ იცნობს და შანსიც არა აქვს, რომ გაიცნოს! ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ აღვიქვათ სხვა ადამიანის საქციელი, რომელიც ან გვაწყობს, ან არა!

ნლპ-ს თვალსაზრისით “საქციელში” იგულისხმება ყველაფერი: ტემპერატურა, ღიმილი, საჩუქარი, დეპრესიული მდგომარეობა, გამოხდომა, ავადმყოფობა, გამოჯანმრთელება, სიხარული, გართობა…

ნლპ-ერები უშუალოდ ამ საქციელს აკვირდებიან და აღიქვამენ. სწორედ ეს აინტერესებთ.

მეოთხე პრესუპოზიცია: არ არსებობს შეცდომა, არსებობს მხოლოდ უკუკავშირი!

ეს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პრესუპოზიციაა, მაგრამ ამაზე შემდეგ პოსტში…